გუშინ სართიჭალის ეკლესიაში ლიტურგია ვეღარ ჩატარდა, სოფელმა დაკარგა თავისი მოძღვარი. რა გახდა სართიჭალაში მცხოვრები სამების წმინდა გიორგის ეკლესიის მოძღვრის მამა გიორგი გიორგელაშვილის გარდაცვალების მიზეზი, უცნობია.
“ მთავარი ამბები “დაინტერესდა მომხდარი მამაოს უეცარი გარდაცვალებით და შეძლო მამა გიორგის ოჯახის წევრებისგან განმარტების მიღება. როგორც მღვდლის მეუღლე ამბობს -მამაო წინა დღეს თბილისში დაიბარეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა. რაზე იყო დაბარებული ოჯახმა არ იცის. სახლში დაბრუნებული მამაო ძალიან გაბრაზებული და განერვიულებული ჩანდა.
მხოლოდ ეს უთქვია-სანამ სააკაშვილი არ დაბრუნდება ქვეყანაში, კანონის უზენაესობა არ აღსდგება. ქართული ოცნების ხალხი სატანის მოციქულებივით იქცევიანო. და ამის მერე იგი თავის ოთახში შევიდა. როგორც წესი იგი ყოველ დილით კელიაში ლოცულობდა ხოლმე, ამიტომ მამაოს მეუღლეს იგი დილის საათებში არ მოუკითხია რომ ხელი არ შეეშალა მისთვის ლოცვის დროს . მას შემდეგ რაც მამაო საუზმეზეც არ გამოჩნდა, მეუღლემ ის კელიის ოთახში მოიკითხა , სადაც მამაო უგონო მდგომარეობაში იპოვნეს. ადგილზე გამოძახებულმა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ მამაოს სიკვდილი დაადასტურა.
ექიმების ცნობით მამაოს მოულოდნელი ინფარქტი განუვითარდა რამაც მისი გულის კედლების დახეთქვა გამოიწვია.
“მამა გიორგი ჯანმრთელი ადამიანი იყო, ის არასდროს უჩიოდა გულის ტკივილის” – ამბობს ჩვენთან საუბრისას ეკლესიაში მსახური მონაზონი. “-მამა გიორგი სამართლიანი და შეუპოვარი იყო, ვერ იტანდა ადამიანების ჩაგვრას , იგი იყო ყველა ობლის და გაჭირვებულის პატრონი . სოფლისთვის მოამაგე დიდი ადამიანი დააკლდა ამ ქვეყანას. უბრალოდ ღმერთის ეშინოდეთ მათ ვინც მამაოს ებრძოდა ხელისუფლებიდან და მას ანერვიულებდა”.
შეგახსენეთ რომ მამა გიორგი გიორგელაშვილი ამბიონიდან მოუწოდებდა ხელისუფლებას დაუყოვნებლივ გაეთავისუფლებინათ ციხეში დაპატიმრებული მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.