გურჯაანის ტექნოპარკში, პროექტის “startup gurjaani “ -ს დახურვის ცერემონია გაიმართა.
” პროექტის ფარგლებში სამი გამარჯვებული გამოვლინდა:
✔️ გიორგი ქაჩლიშვილი
სტარტაპი “ალაზან გაზი” – (ენერგეტიკის მიმართულება)
✔️ საბა მანიჟაშვილი სტარტაპი “მუხტე” – ეკოლოგიის მიმართულება;
✔️ნიკოლოზ ზირაქაშვილი, გიორგი ჯაჭვაძე სტარტაპი “გოლდენ ნექტარი” – სოფლის მეურნეობის მიმართულება;
გამარჯვებულებს გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიისგან ფულადი პრიზები – თითოეულს 3000 ლარი გადაეცა”,- აღნიშნავენ გურჯაანის მერიაში.
ცნობისთვის- პროექტი გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის და ა(ა)იპ გურჯაანის საბიბლიოთეკო და სამუზეუმო გაერთიანების ერთობლივი ორგანიზებით განხორციელდა, რომელსაც პარლამენტის წევრი დავით სონღულაშვილი და გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი მაჭავარიანი ესწრებოდნენ.