შეხვედრას ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი მაჭავარიანი, საკრებულოს თავმჯდომარე ვანო ბერიძიშვილი და ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
როგორც ცნობილია, მიმდინარე წელსაც, ყურძნის რეალიზაციის ხელშეწყობისა და მეღვინეობის დარგის სტაბილური განვითარების მხარდაჭერის მიზნით, სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამა გაგრძელდა. სახელმწიფო სუბსიდიას მიიღებს ყველა ის კომპანია, რომელიც 2024 წლის რთველის განმავლობაში შეიძენს და გადაამუშავებს კახეთის რეგიონში მოწეულ არანაკლებ 100 ტონა რქაწითელის ჯიშის ყურძენს და 1 კგ ყურძენში ჩამბარებელს არანაკლებ 1.00 ლარს გადაუხდის.